პაპუაშვილი: როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს ჩავერიე იმ კუთხით, რომ გავარიდე იმ სიტუაციას საერთოდ

სპიკერატის დაკავება, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა საპარლამენტო პროტესტის გამოხატულება არ არის. თქვენ როცა საუბრობთ, რომ სპიკერატის დაკავება, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა თითქოსდა არის საპარლამენტო პროტესტის გამოხატულება, ეს არის ტყუილი, არ არის სიმართლე. რასაც თქვენ ცდილობთ, დაამკვიდროთ პარლამენტში, რომ ბლოკირება და ა.შ. თითქოს არის საპარლამენტო პროტესტის ფორმა, ეს ტყუილია. საპარლამენტო პროტესტის ფორმა გიწერიათ რეგლამენტში და თქვენ იყენებთ კიდეც, ეს არის სხდომის ბოიკოტი. კი ბატონო, გამოიყენეთ, მაგრამ სხვა ყველაფერი, არა თუ საპარლამენტო პროტესტი, არის უმსგავსობა.

თქვენ ხომ კარგად ნახეთ, რაც ხდებოდა? ახლა რომ საუბრობთ, გასაუბრება უნდოდაო, ის ორი მანდატური რატომ გაეკიდა ქალბატონ თინას და რატომ აკავებდა, რატომ ეჭიდავებოდა ორ მანდატურს ხომ ვერ ახსნით ? სწორედ ეს ხომ არ იყო ძალადობა და აგრესია? დიახაც. თქვენ გინდათ ახლა გაასაღოთ, რომ სპიკერატში მიჭრა, მანდატურებთან ჭიდაობა და დაუმორჩილებლობა…აგრესია მოდიოდა იმ შემთხვევაში ქალბატონი თინასგან და სწორედ ამიტომ აკავებდა მას მანდატური. რა უნდოდა იქ მანდატურს, რატომ ეჭირა, იმიტომ, რომ ვერ აკავებდა. როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სქესია. სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი, ეს არის ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების, რომ სქესს ამოფარება არის ინდულგენცია. ჩვენ თქვენგან ბევრი რამე გვაქვს ნანახი, საღებავების გადასხმა, ნივთიერებების დასხმა პარლამენტში, ბევრი რამეა მოსალოდნელი. ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ეს იყო არათუ ჩემი უფლება, მორალური ვალდებულებაც. ორი მანდატური იჭერდა და ვერ აკავებდა. აგრესიას ავლენდა ორი მანდატურის მიმართ, იჭრებოდა სპიკერატში და არა თუ უფლება, ყველა დეპუტატის მინიმუმ მორალური ვალდებულებაც არის, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს, ჩაერიოს იქ. ჩავერიე იმ კუთხით, რომ გავარიდე იმ სიტუაციას საერთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპასუხოდ, ხატია დეკანოიძემ შალვა პაპუაშვილს მიმართა: „ბატონო შალვა, თქვენ ხომ სამართალმცოდნე ბრძანდებით, სამართალმცოდნე ადამიანი სერიოზულად მეუბნებით, რომ მოლარული ვალდებულება გქონდათ, თინა შეგეკავებინათ და გამოგეთრიათ?“.

„დიახ, აბა სხვარისთვის ვიყავი იქ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს-ძალადობა არის დაუშვებელი, ასწავლეთ და უთხარით თქვენს უმრავლესობის წევრებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა