ვაშაძე: ამ ქვეყანაში კორუფცია მანამდე იქნება, ვიდრე მართლმსაჯულებას კორუმპირებული კლანი აკონტროლებს

ვ იდრე სამართლიანი მართლმსაჯულება არ იქნება, მანამდე ეკონომიკა წინ ვერ წავა, სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება, ინვესტიციები არ შემოვა, რადგან არავინ ენდობა „კლანს“ და „კლანურ მმართველობას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორები მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას.

„ამ ქვეყანაში კორუფცია მანამდე იქნება, ვიდრე მართლმსაჯულებას კორუმპირებული კლანი აკონტროლებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ნეგატიური, რადგან ინვესტიციების მიმართულებით კლანური მმართველობა პრობლემას ქმნიდა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ თავისი ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა
შემდეგი სტატიათურნავა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას