მცირეწლოვანმა გოგონამ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა

მცირეწლოვანმა გოგონამ, რომელსაც დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა.

გოგონას ოჯახის წევრებს მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მათ მადლობა გადაუხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური მუშაობისთვის.

როგორც გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

გოგონა დღეს დილიდან დაიკარგა. მისი ოჯახის წვერები აცხადებდნენ, ბავშვი დილით გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა. მცირეწლოვანის სამძებრო სამუშაოებში საპატრულო პოლიცია იყო ჩართული.

banner
წინა სტატიაში,,შვქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში სკოლის გაქურდვის ფაქტი გახსნა