შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში სკოლის გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის ერთ-ერთი საჯარო
სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი: 2001 წელს დაბადებული რ.მ., 2001 წელს
დაბადებული ე.ჰ., 2002 წელს დაბადებული ს.ქ. და 1994 წელს დაბადებული რ.ა.
ამხილეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს
მარნეულის N8 საჯარო სკოლიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშიმცირეწლოვანმა გოგონამ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა
შემდეგი სტატიაშსს – ოთარ ფარცხალაძე დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში