მცირე დაკვამლიანების გამო, „თბილისი მოლში“ განგაშის სიგნალი ჩაირთო

„თბილისი მოლში“ მცირე დაკვამლიანების გამო, განგაშის სიგნალი ჩაირთო. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა მცირე დაკვამლიანება, რის შედეგადაც განგაშის სიგნალი ავტომატურად ჩაირთო.

განგაშის სიგნალის გამო, სავაჭრო ცენტრის შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „თბილისი მოლში“ ამ დროისთვის სიმშვიდეა.

banner
წინა სტატიაში“არჩილ თალაკვაძე ჩუმად იჯდა ფრაქციის სხდომაზე” – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კამერების წინ არ ჩნდება
შემდეგი სტატია„ვერ ვიტყოდი, რომ უმრავლესობის ლიდერი ინერტულია” – მამუკა მდინარაძე არჩილ თალაკვაძის დუმილზე განმარტებას აკეთებს