მაუწყებელს სულაც არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება

​ვასილ მაღლაფერიძე არასამთავროებთან შეხვედრის დროს ტელევიზიის ვალდებულებებსა და კრიტერიუმებზე საუბრობს. მისი თქმით, დოკუმენტებში ჩახედვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მაუწყებელს სულაც არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება.

მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის ხელმძღვანელის, ​თიკო ბერძენიშვილის დაზუსტებით, არსებობდა მემორანდუმი, რომელსაც ვადა 2015 წელს გაუვიდა.

​”როცა ჩავიხედეთ დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ პარლამენტიდან ტრანსლირება საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით არ ევალება. იყო მემორანდუმი, რომელიც 2015 წელს დამთავრდა. მაუწყებელს ეს ტრანსლირება უჯდება არცთუ ისე პატარა თანხა. პლუს, ტექნიკა არა გვაქვს და ერთი მილიონის ტექნიკას, რომელიც ძალიან დაგვჭირდებოდა რეგიონებში, ვიყენებთ პარლამენტში”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, უნდა შეთანხმდნენ იმაზე, გადაიცემა თუ არა პარლამენტიდან პირდაპირი ეთერი და თუ კი, კონკრეტულად რომელ პლატფორმაზე.

“თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ პარლამენტი გადაიცეს, მერე შევთანხმდებით იმაზე, თუ რომელ პლატფორმაზე გადაიცეს და როგორი იყოს. ზოგ ქვეყანაშ ეს ყველაფერი უკვე ციფრულია”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

banner
წინა სტატიაშითქვენ ხართ 21 – ე საუკუნეში საქართველოს თავისუფლების მეციხოვნეები
შემდეგი სტატიარუსთავი 2 რომ არა, დღეს ჩემი ქმარი იქნებოდა რუსეთის ხელში