რუსთავი 2 რომ არა, დღეს ჩემი ქმარი იქნებოდა რუსეთის ხელში

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და მოსამართლეების მხარდასაჭერად 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს.

“ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. რუსთავი 2-ის ჩახშობა ბიძინა ივანიშვილისთვის არის ძალიან რთული ამოცანა. რუსთავი 2-ის ჩახშობა უნდა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ვერ გავიგოთ რომ ქრთამს უხდის მოსამართლეებს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის გადაწყვეტილება იყოს მათთვის სასარგებლოდ “ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გათავისუფლებული ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის მეუღლემ, ტატიანა ცერცვაძემ.

“რუსთავი 2 რომ არა, დღეს ჩემი ქმარი იქნებოდა რუსეთის ხელში. დიდი მადლობა რუსთავი 2-ს. არ ვიცი ამ ხალხს რატომ უდნა ჩვენი ტელევიზიის დაკეტვა. მე მჯერა, რომ ხალხი გამოვა გარეთ,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაუწყებელს სულაც არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება