თქვენ ხართ 21 – ე საუკუნეში საქართველოს თავისუფლების მეციხოვნეები

news
ავტ.: news თებერვალი 10, 2017 15:33

თქვენ ხართ 21 – ე საუკუნეში საქართველოს თავისუფლების მეციხოვნეები

“თქვენ ხართ 21 – ე საუკუნეში საქართველოს თავისუფლების მეციხოვნეები” – ამ სიტყვებით მიმართა “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2- ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებზე.
ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “დასავლეთმა საქართველოს კარი მოუჯახუნოს”.

“ქართველმა ხალხმა არჩევანი ევროპული ფასეულებებისკენ გააკეთა, რადგან სწორედ ეს ფასეულობები დასავლური სტრუქტურები, არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გრძელვადიანი გარანტი. ისეთ ქვეყანას, რომელიც თავისუფალი სიტყვის პრობლემა არსებობს, სადაც არ არსებობს დემოკრატია, ევროპულ სტრუქტურებთან მიახლოების საშუალებასაც არავინ მისცემს. ევროპას სჭირდება დემოკრატიული და თავისუფალი მოქალაქეების საქართველო. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და დევნის თავისუფალ სიტყვას, მაგრამ სწორედ თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის პრინციპული საფუძველი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დასავლეთის კარი საბოლოოდ მიუჯახუნონ საქართველოს და რჩება ერთადერთი არჩევანი ჩრდილოეთი, მაგრამ ეს არის არა ხალხის, არამედ ხელისუფლების არჩევანი. დარწმუყნებული ვარ რომ ქართველი საზოგადოება ხელისუფლებას ამ არჩევანის საშუალებას არ მისცემს. ყველაზე დიდი აგრესია და ბრძოლა ხელისუფლებამ რუსთავი 2- ის წინააღმდეგ გამართა, რადგან სწორედ რუსთავი 2 დგას დემოკრატიული ფასდეულობების დაცვის სადარაჯოზე, ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ “არა რუსეთს” დავდგეთ რუსთავი 2- ის გვერდით და დავიცვათ თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული ღირებულებები”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

news
ავტ.: news თებერვალი 10, 2017 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics