ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ზაალ ახვლედიანის ოჯახის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 1, 2019 15:18

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ზაალ ახვლედიანის ოჯახის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ზაალ ახვლედიანის ოჯახის წევრები და ადვოკატები მოსამართლე ლევან გელოვანის საქმიდან აცილების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოსამართლეს მიკერძოებაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებული რვა თვეა, ციხეში იმყოფება და ამ დროის განმავლობაში, დაცვის მხარეს მტკიცებულებათა გამოკვლევის საშუალება არ მიეცა.

„საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საგამოძიებო ორგანო რვა თვის განმავლობაში იკვლევდა, ხოლო დაცვის მხარეს სასამართლომ მტკიცებულებათა გამოსაკვლევად რამდენიმე დღე მისცა. ეს არის არათანაბარ პირობებში მუშაობა“, – აცხადებს ზაალ ახვლედიანის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა რამდენიმე პროცესზე დააყენა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 1, 2019 15:18