მათ ზუსტად იციან, რომ ნიკა არის პოლიტპატიმარი – სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში შეხვედრის დეტალებზე

ნიკა გვარამიას მეუღლე ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ევროდეპუტატები კარგად არიან ინფორმირებული ყველაფერზე რაც საქართველოში ხდება და ყველა ინფორმაცია წამებში მიეწოდებათ. სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში შეხვდა რასა იუკნევიჩიენეს, ანა ფოტიგას, ვიოლა ფონ კრამონსა და მირიამ ლექსმანს და მიიღო დაპირება, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში, ნიკა გვარამიას საქმეზე ძალისხმევას არ დაიშურებენ

“მათ ზუსტად იციან, რომ ნიკა არის პოლიტპატიმარი, ნიკა არის უკანონო პატიმარი და შემპირდნენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

ჩემი შეხვედრები მიმდინარეობდა სწორედ იმ დროს, როდესაც პრემიერი წარადგენდა წლიურ ანგარიშს და იმ წუთებშივე მიეწოდებოდათ ინფორმაცია რაც აქ ხდებოდა, მანამდეც ყველაფერზე დეტალურად არიან ინფორმირებული და რაზეც ძალიან ვწუხვარ და შემრცხვა კიდეც, რომ ყველა ჩვენი საუბარი იწყებოდა იმით, რაც საქართველოში ხდებოდა და რასაც ლაპარაკობდა პრემიერი. წამებში აქვთ ინფორმაცია.

ნიკასთან დაკავშირებით ყველაფერში საქმის კურსში არიან და მათი თხოვნა იყო, ჩემი მხრიდანაც საქმის კურსში ჩამეყენებინა ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახალი იქნებოდა. ის განცდა დამრჩა, რომ ნიკასთან მიმართებაში დეტალურად იციან ყველაფერი” – ამბობს სოფო ლილუაშვილი “დღის სტუმრის” ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ევროპის პირველი რეკომენდაცია იყო და არის პოლარიზაციის დასრულება და ამ დროს ოპოზიციამ მთავრობის დამხობის და რევოლუციის მიზნით აქციები დაიწყო, ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის დასრულების არავითარი სურვილი და რეალური ქმედება არ გვინახავს
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთთან ომისთვის ნატო-სთან ერთად კოალიციას კრებს – ლავროვი