ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის ნატო-სთან ერთად კოალიციას კრებს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ევროკავშირი ნატო-სთან ერთად, რუსეთთან საბრძოლველად თანამედროვე კოალიციას კრებს, “როგორც ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის დროს”.

მისი თქმით, კრემლს არ აქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი დაიშლება.

“ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი როგორმე დაიშლება ან შეიცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ეს არის გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერმა თავისი დროშის ქვეშ შეკრიბა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არა უმეტესობა, სსრკ-ს წინააღმდეგ ომისთვის. ახლა ევროკავშირი, ნატოსთან ერთად, აწყობს თანამედროვე კოალიციას რუსეთთან საბრძოლველად და ზოგადად, ომისთვის”, – ამბობს ლავროვი.

banner
წინა სტატიაშიმათ ზუსტად იციან, რომ ნიკა არის პოლიტპატიმარი – სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში შეხვედრის დეტალებზე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს – ვაშაძე