მაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს, რომელიც ყაზბეგში, გველეთის ჩანჩქერთან დაგორდა

ყაზბეგში მაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, არაბ ტურისტს გველეთის ჩანჩქერთან ახლოს, ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაგორდა, რის შედეგადაც თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.
მათი ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისუს-ი ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარისშემცველ ვიდეოზე – ვიდეოს შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
შემდეგი სტატია,, აღარ გვაქვს დრო სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით”