სუს-ი ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარისშემცველ ვიდეოზე – ვიდეოს შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარისშემცველი ვიდეოს გავრცელებაზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმდებები ტარდება.

„აღნიშნული ვიდეოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს სუს-ში.

ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცვლელ ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შერისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.

„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ო ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! სიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეც ოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ერთ-ერთი ვერსიით ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ, რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთანაა კავშირში.

banner
წინა სტატიაშიჩერნოვეცკის ფონდი „თურქული პანსიონების“ ფუნქციონირების შესახებ
შემდეგი სტატიამაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს, რომელიც ყაზბეგში, გველეთის ჩანჩქერთან დაგორდა