მარეგულირებელი ორგანო საპროტესტო მედიას საბაბებს უძებნის – ბოკერია

„საბაბებს პოულობენ თუ როგორ შეზღუდონ პოლიტიკური სიტყვა, სრული აბსურდია საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდების დაყოფა.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მარეგულირებლის მხრიდან ტელეკომპანია „მთავარის“ დაჯარიმებას.

„ეს არის ის გზა, სადაც ივანიშვილის რეჟიმის საცეცი დადგა. ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც მკაფიოდ ზღუდავს ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტისგან პოლიტიკური შინაარსით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. საბაბებს პოულობენ თუ როგორ შეზღუდონ პოლიტიკური სიტყვა, სრული აბსურდია საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდების დაყოფა, იმიტომ რომ პოლიტიკური კამპანია და პოლიტიკური თავისუფლება ყველა პერიოდზე უნდა ვრცელდებოდეს. მაშინ, როცა ეს მარეგულირებელი ორგანო, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ორგანოებს, მათ შორის, იმედს რეალურად არ აჯარიმებს კანონის უხეში დარღვევისთვის, არა შინაარსისთვის, კანონის უგულებელყოფისთვის, საპროტესტო მედიას საბაბებს უძებნის, რომ მაღალი სანქციები დაადოს. აბსოლიტურად ნათელია თუ რა არის მათი ამოცანა და არ არის გასაკვირი სამწუხაროდ.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიინჯია მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს – თქვენ რომ ხმა მოგცეთ მმართველმა პარტიამ, ეს იქნება მმართველი პარტიის სირცხვილი!
შემდეგი სტატიაიოსელიანი – ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რამე პერსპექტივა ჰქონდეს