იოსელიანი – ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რამე პერსპექტივა ჰქონდეს

ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელშიც აცხადებს, რომ „უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს“.

„მე რამდენადაც ვნახე, არც ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიარა მისი მოწოდება. ნაკლებად მგონია, რომ ასეთ ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანის თქმით, ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე, რა პასუხს სცემს მას „ქართული ოცნება“.

„იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთდაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მოსამართლეების საკითხი, რომელზეც მთელი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარეგულირებელი ორგანო საპროტესტო მედიას საბაბებს უძებნის – ბოკერია
შემდეგი სტატიასხდომაზე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი მაია კალანდია არ შეუშვეს (ვიდეო)