მას პრაქტიკულად საკვების მიღების გზა გადაუკეტეს… განუცხადეს, რომ ამანათებს ვეღარ მიიღებს – ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

მიხეილ სააკაშვილს რატი ბრეგაძის უწყება საკვების გარეშე ტოვებს – საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამანათების მიღება აეკრძალა. როგორც მისი პოლიტიკური თანაგუნდელები აცხადებენ, პენიტენციური დაწესებულება უსაფრთხოების ზომებს იმიზეზებს, თუმცა ციხის ყველა თანამშომელი ინფორმირებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი არც ციხის საკვებს იღებს და არც იქ არსებულ მაღაზიაში ყიდულობს.

“მას პრაქტიკულად გადაუკეტეს გზა კვების, საკვების მიღების… ის მხოლოდ და მხოლოდ იკვებებოდა ამანათების შეგზავნის გზით. ის არ ყიდულობდა დაწესებულებაში არსებულ მაღაზიიდან საკვებს და არ იღებდა იმას. იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანების მიერ შესაძლებლობა ამანათების შეგზავნის, ერთ-ერთი ვიყავი მე და პასუხისმგებელიც გახლდით ამაზე და დღეს როდესაც მოვიტანე ამანათი არ შეგვაგზავნინეს და სანამ მე მასთან შევიდოდი, განუცხადეს, რომ ვეღარ მიიღებს ამანათებს” – ამბობს ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშინოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ასაკი 70 წლამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაამერიკამ შთააგონა უკრაინელებს „მათი ერის ექსკლუზიურობა და ყველაფერი რუსულის სიძულვილი” – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი