ამერიკამ შთააგონა უკრაინელებს „მათი ერის ექსკლუზიურობა და ყველაფერი რუსულის სიძულვილი” – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთი უკრაინას, რომლის წინააღმდეგაც აგრესიულ ომს აწარმოებს, „რამდენიმე სახელმწიფოდ“ ხედავს. ამის შესახებ პროპაგანდისტმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. პატრუშევის თქმით, მისი ეს აზრი შეერთებული შტატების ქმედებებიდან გამომდინარეობს.

როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამერიკამ შთააგონა უკრაინელებს „მათი ერის ექსკლუზიურობა და ყველაფერი რუსულის სიძულვილი“.

„თუ დღეს უკრაინაში მცხოვრები ხალხები ერთიანდებიან, ეს მხოლოდ ნაციონალისტური ბატალიონების სისასტიკის შიშის გამო ხდება. ამიტომ, დასავლეთისა და კიევის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის დაშლა რამდენიმე შტატად“, – განაცხადა პატრუშევმა.

banner
წინა სტატიაშიმას პრაქტიკულად საკვების მიღების გზა გადაუკეტეს… განუცხადეს, რომ ამანათებს ვეღარ მიიღებს – ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიამოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა როგორც ჩანს, კიევს ეს არ სჭირდება – ლავროვი