მარტვილში აფთიაქში წამლის შესაძენად შესული მამაკაცი გარდაიცვალა

მარტვილში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შესული მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, მამაკაცი აფთიაქში შევიდა და უეცრად წაიქცა.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და ის მარტვილში შენობების სარესტავრაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული

“აფთიაქში შევიდა, სავარაუდოდ, წამლის შესაძენად უეცრად წაიქცა და სასწრფომაც ვერ მოუსწრო, უკვე გარდაცვლილი იყო” – აცხადებს ადგილზე მყოფი მოქალაქე ჩვენთან საუბარში.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო დელეგაციის ვიზიტზე – მთავარი, რამაც ამ დღეების განმავლობაში, პოზიციების ცვლილება გამოიწვია, კარგი და გამართული კომუნიკაცია იყო
შემდეგი სტატიაოზურგეთში “ალტ-ინფოს” მიერ ნაქირავები სახლის მეპატრონის შვილიშვილმა კონსერვატიული მოძრაობის აბრა ჩამოხსნა და საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა