სერგეენკო დელეგაციის ვიზიტზე – მთავარი, რამაც ამ დღეების განმავლობაში, პოზიციების ცვლილება გამოიწვია, კარგი და გამართული კომუნიკაცია იყო

მთავარი, რამაც ამ დღეების განმავლობაში, პოზიციების ცვლილება გამოიწვია, კარგი და გამართული კომუნიკაცია იყო – ვფიქრობ, კომუნიკაცია ბევრი არასდროს არის! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში დაგეგმილ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტი ბევრ შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, ეს არის როგორც მეგობარი ქვეყნის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და სოლიდარობის გამოხატვის, ასევე მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გამართვის შესაძლებლობა.

სერგეენკოს განცხადებით, წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, უკრაინასთან არსებული გაუგებრობებიდან რომელი მოგვარდება და რომელი – ვერა, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი და ფუნდამენტი იმისთვის, რომ გაუგებრობების მოგვარების პროცესი დაიწყოს.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, პარლამენტის დელეგაციას მან უხელმძღვანელოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რამდენიმე მიმართულებით. ერთი ის, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა, თუნდაც სოლიდარობის ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს გარდა სოლიდარობისა, შესაძლევლობას იხლევა, რომ არსებული გაუგებრობები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუ სრულად არა მნიშვნელოვანწილად მოგვარდეს და ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადაიდგას. ეს ვიზიტი ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, როდესაც დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დელეგაცია უფრო კომპაქტური ხდება. დელეგაციაში ყოფნის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. დელეგაცია დღის განმავლობაში დაზუსტდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საელჩო – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებები, უკრაინაში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, „პროვოკაციული“ იყო
შემდეგი სტატიამარტვილში აფთიაქში წამლის შესაძენად შესული მამაკაცი გარდაიცვალა