მარტში პუტინის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი – აშშ-ის დაზვერვა

მიმდინარე წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა მოხდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემას აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა აცნობეს, პუტინს ბოლოს სტადიის კიბო აქვს და აპრილში მან მკურნალობის სპეციალური კურსი გაიარა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ მისი იზოლაცია კორონავირუსის დროს მხოლოდ საბაბი იყო, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაემალათ.

ოფიციალურად მოსკოვი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამას სისულელე უწოდა.

რამდენიმე დღის წინ რუსმა ექსპერტმა ვალერი სოლოვეიმ განაცხადა, რომ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და ის მალე საჯარო ღონისძიებებზე აღარ გამოჩნდება. მის ნაცვლად კი საჯაროდ პუტინის ორეული გამოჩნდება.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – როცა პრეზიდენტი პოზიციას გვიწუნებს და იძახის, რატომ არ ჩავრთეთ თურმე ზელენსკი, უმჯობესია საზოგადოებას აუხსნას, რას ნიშნავს ელჩის გაწვევა
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრივოი-როგის მიმართულებით ოკუპანტების კონტრშეტევა წარმატებით მოიგერიეს