ხულოს რაიონის სოფელ გოდგაძეებში 75 წლის მარტოხელა გულიკო ჩოგაძის საცხოვრებელ სახლს ქარიშხალმა სახურავი გადახადა.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ ასაკოვან ქალბატონთან და სახლის სახურავი თავისი ძალებით შეაკეთეს.