მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა. ოპოზიციის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან ასვლამ და სერგეი გავრილოვისთის ხელის შეშლამ ემზარ კვიციანის ბრაზი გამოიწვია. ის დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. ინციდენტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ევროპული საქართველოს წევრ აკაკი ბობოხიძესა და პატრიოტთა ალიანსის წევრს, ადა მარშანიას შორის. პარალელურად, პარლამენტის შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებენ რუსი დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას. საპროტესტო აქცია დაიწყო პარლამენტის შენობასთანაც. ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და “ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება”. თუმცა, გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა – დაპირისპირება პარლამენტში
შემდეგი სტატიაგურამ ფალავანდიშვილი დააკავეს