გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ ფალავანდიშვილი უკანონო ფორმირების შექმნის საქმესთან დაკავშირებით აიყვანეს. ის ერთ-ერთია ლევან ვასაძის მომხრეებიდან, რომლის მხრიდანაც ლგბტ თემის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები ისმოდა.

გარდა ამისა, დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერები და თბილისის პრაიდის ორგანიზატორები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათ მუქარის შემცველი სმს შეტყობინებები, ღია ნომრიდან მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება
შემდეგი სტატია“მონა, მონა!”- აქციის მონაწილეები ზაქარია ქუცნაშვილს დაუპირისპირდნენ – დეპუტატმა პლაკატი დახია