აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა – დაპირისპირება პარლამენტში

აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა – ინციდენტი პარლამენტში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნას მოჰყვა.

გაირკვა, რომ რუს დეპუტატს პარლამენტის სხდომა უნდა წაეყვანა, რის გამოც ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა.

სად არის აფხაზეთი, სად არის სამაჩაბლო, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობენ და მათ წყალი შეასხა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები საქართველოში სესიის ჩატარებას, ასევე სესიაში მონაწილეობის მიზნით ორგანიზაციის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და მის მიერ სესიის პარლამენტის სპიკერის ადგილიდან წაყვანას აპროტესტებენ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

banner
წინა სტატიაში„ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს“ – თინათინ ბოკუჩავა
შემდეგი სტატიამართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება