მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზიემო წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს.

თბილისიდან მცხეთაში მრევლს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება.

12:00 საათზე მცხეთასთან დაძმობილებული თურქული ქალაქების ხელმძღვანელებთან მცხეთის მერიაში შეხვედრა გაიმართება.

13:00 საათზე კი, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე სამ ლაზს საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ და მათ პატრიარქი დალოცავს.

ასევე, მცხეთაში დაგეგმილია ლაზური სახლის გახსნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, 14 ოქტომბერს წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიდიტერ ბოდენი: “აფხაზები ევროპელები არიან”
შემდეგი სტატიაჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის გამო დაკავებულს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ