ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის გამო დაკავებულს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

ჯიხაშკარში 108-ე საარჩევნო უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო კიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. კიბუა გირაოს გადახდამდე პატიმრობაში რჩება.

კაკო კიბუას ადვოკატის როლანდ შონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენს. კიბუას უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ გირაოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რადგან მიაჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უკანონო იყო და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი მხეიძეს, რომელსაც ასევე არჩევნებისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად, ის ორ თვიან წიანსწარ პატირმბოაში რჩება.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
შემდეგი სტატიასვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას პრემიერი ესწრება