დიტერ ბოდენი: “აფხაზები ევროპელები არიან”

7დიტერ ბოდენი: “აფხაზები ევროპელები არიან”. ასეთი სათაურით “ეხო კავკაზაs” ვებ-გვერდი აქვეყნებს ინტერვიუს საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში დიტერ ბოდენთან . ბოდენი ახლა პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორია. ის აფხაზეთში გერმანული ფონდ “ბერგჰოფის” მოწვევით იმყოფებოდა. 2001 წელს პოლიტიკოსმა საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართული მხარისთვის. “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში დიპლომატმა განაცხადა, რომ “ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აფხაზეთი ევროპას უფრო დაუახლოვდეს”.
“ფონდ “ბერგჰოფის” მოწვევით მოვედი, რომ ბიოგრაფიულ სალონში მივიღო მონაწილეობა. სიამოვნებით ჩამოვედი. გასულ წელსაც ვიყავი. საინტერესოა ქალაქის განვითარებისათვის თვალყურის დევნა, როგორ შენდება აფხაზეთი, როგორ დგება ყველაფერი ნორმაში. მიყვარს ეს ქვეყანა” – თქვა დიპლომატმა.
მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ აფხაზები იზოლაციაში არიან და აუცილებელია ეს შეიცვალოს: “სიტუაცია მთლად ნორმალური არ არის. როცა ენგურს ვკვეთ, ვხედავ, რომ იქ რაღაც არანორმალური მდგომარეობაა. ამას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა სჭირდება, რომ ბუნებრიობა აღსდგეს. აფხაზეთი რაღაც იზოლაციაშია. მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზები ჩვენთვის, ევროპელებისათვის ახლო ხალხია, ისინი ევროპელები არიან. მათ მეტი სიახლოვე სჭირდებათ ევროპელებთან. ვიცი, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს სიტუაციის ნორმალიზაციისათვის” – განაცხადა ბოდენმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსეთმა ალეპო ისევ დაბომბა
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს