ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა – წულიკუანი

წულუკიანმა პრეზიდენტი რუსულ კანონზე ვეტოს დადების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ვეტო მაინც დაიძლევა. წულუკიანმა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში.

“წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი და შენიშვნა არ არის და ამით დახურა ყველანაირი დისკუსია. მისგან უკვე მიჩვეული ვართ, რომ იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, ის მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, მას ეს თითქოს, საკუთარ წარმატებად მიაჩნია, ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა,“ – ამბობს წულუკიანი.

banner
წინა სტატიაში“ლელო” რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიადავუბრუნდები ოკუპაციის ხაზს და დავუბრუნდები პროტესტს – ქაცარავა