“ლელო” რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას ასაჯაროებს

“ლელო” რუსულ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას ასაჯაროებს. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, დასკვნაში გარკვევით წერია, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს, ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა და გამოსავალი არც მის გაკეთილშობილებაშია.

“მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ, რომელიც ევროპული საბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, მომზადებული დეტალური დასკვნა.

დასკვნა შედგება 25 გვერდისგან, 164 პარაგრაფისგან და თითოეულ პარაგრაფში დეტალურად, მუხლობრივად არის გაანალიზებული „რუსული კანონი“.

ეს არის დასკვნა, რომელიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ არა თუ რომელიმე ჩანაწერი არის ამ კანონში პრობლემური, არამედ ეს კანონი მთლიანად, მისი მიზანი, მისი ამოცანა და მისი სულისკვეთება და მუხლი არის წინააღმდეგობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის დიდი ნაწილი უკვე მოქმედებს საქართველოში, ვინაიდან ჩვენ ვართ უკვე ევროსაბჭოს წევრი და ასევე წინააღმდეგობაშია იმ ევროკავშირის სტანდარტებთან, საითკენაც კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს.

ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, რომ თითქოს არავის წარმოუდგენია რაიმეს სახის დასკვნა „ქართული ოცნების“ კანონთან მიმართებაში. ამ 164 პარაგრაფში მოცემულია დეტალური ანალიზი, რამდენად წინააღმდეგობაში ეს კანონპროექტი იმ სამართლებრივ სტანდარტებთან, რომლებიც მოქმედებს საქართველოში. ამ არგუმენტების უდიდესი ნაწილი ჩვენ, ასევე როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტშიც წარვადგინეთ იმ გარემოში რა გარემოც ყველამ ვნახეთ, მიკროფონების გათიშვის და დარბაზიდან გაძევების ფონზე და ახლა ეს არის წერილობით წარმოდგენილი, მსოფლიოში ძალიან მაღალი რეპუტაციის და სანდოობის მქონდე ადამიანების , პოლიტიკოსების, პროფესორების მიერ დაკომპლექტებული საბჭოს მხრიდან. ეს საბჭო ფუნქციონირებს ევროსაბჭოს წიაღში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსული კანონი არის სრულად შეუსაბამო ევროპულ სტანდარტებთან და ბოლოს ეს დასკვნა მთავრდება შემდეგი შეჯამებით, რომ: არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში.

ასე რომ, ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე, ეს არის მავნებლური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი და ის უნდა იქნას მოხსნილი დღის წესრიგიდან და „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი სწორი სვლა, გაიწვიონ ეს კანონი უკან.

შესაძლებლობა პროცედურულად არსებობს პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში. ეს არის ერთადერთი სწორი სვლა, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ნათელია, რომ ხელისუფლება, რომელმაც ამ ტიპის კანონი მეორედ დაბრუნდა და გაწირა ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, სოციალური შედეგებისთვის, რა თქმა უნდა, აღარ უნდა ინარჩუნებდეს ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე 26 ოქტომბერს, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვთხოვდნენ, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თვითმფრინავით გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში, ყველა გვწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა – წულიკუანი