მარკ რუტეს განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, უკრაინას ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ უკრაინას მხარი თანამედროვე იარაღით უნდა დავუჭიროთ. ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, უკრაინას მძიმე იარაღით დაეხმარონ. ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს მძიმე შეიარაღებას, ჯავშანტექნიკას და თვითმავალ “ჰაუბიცებს”. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ”, – განაცხადა რუტემ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი შესაძლოა, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ყველა მოელოდა.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ამ ყველაფრის მიღმა უნდა დადგეს და პასიურად დააკვირდეს, თუ რა მოხდება.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების საკითხი განიხილეს