თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების საკითხი განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცველულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, მტკიცე და სამართლიანი მშვიდობით.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ როგორც მანამდე, თურქეთი კვლავ მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გასაახლებლად.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტეს განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია„ოცნების“ გზავნილი არ არის არც ანტიამერიკული და არც ანტიევროპული კამპანია, ზოგადად საქართველოში ყველა თემის დამძიმება ხდება ასეთი რიტორიკით, ან ანტიამერიკული უნდა იყო, ან პრორუსული – ქადაგიშვილი