მარიუპოლში მტერი არღვევს პუტინის ბრძანებას… ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, ვისთან ვართ ომში – არესტოვიჩი

“მარიუპოლში ოკუპანტები პუტინის ბრძანებას არღვევენ” – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ისაუბრა.

მისი თქმით, ქალაქში მტერი აგრძელებს შეტევას ​აზოვსტალის ქარხანაზე და იყენებს არტილერიას, თვითმფრინავს, ცეცხლს ტანკებიდან და ამ გზით ცდილობს წინსვლას.

“მტერი არღვევს საკუთარი მთავარსარდლის – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რაც უფრო დელიკატურად რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, ვისთან ვართ ომში”,- თქვა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა იზიუმის რაიონის სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს უგზავნის