მარიუპოლში მძიმე ვითარებაა, ბრძოლა ამ მომენტშიც მიმდინარეობს – უკრაინის თავდაცვა

რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის ინფორმაციით, ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“მძიმე და რთულია მდგომარეობაა მარიუპოლში. ბრძოლა ამ მომენტშიც მიმდინარეობს. რუსულ არმიას მუდმივად უერთდებიან დამატებითი დანაყოფები ქალაქის შტურმისთვის”,- ამბობს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, ოლექსანდრ მოტუზიანიკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის გამარჯვება მარიუპოლში საშუალებას მისცემდა კრემლს ეჩვენებინა თავისი მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით, რომ რუსეთი აღწევს მიზნებს და პროგრესირებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბორის ჯონსონს და რამდენიმე მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო