მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ პროპაგანდისტულმა მედიამ RT-მ ფილმი გამოუშვა

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და კრემლის „რუპორმა“ RT-მ მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ ფილმი გამოუშვა. ექსკლუზიურად RT-ის სამხედრო ქრონიკისთვის, კორესპონდენტებმა ანდრეი ფილატოვმა და რომან კოსარევმა მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი შეესწრნენ.

ფილატოვისა და კოსარევის თქმით, მარიუპოლს ამჟამად რუსული ჯარები აკონტროლებენ. როგორც მათ აღნიშნეს, ერთადერთი წერტილი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან და რუსეთის ეროვნული ბატალიონების წევრები დაბლოკილები არიან არის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია. ჟურნალისტების თქმით, იქ უკრაინული ფორმირებები მიწისქვეშა ნაგებობებში იმალებიან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატიაგენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ქალების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყებას გეგმავს