„მარიუპოლის დატყვევებული დამცველების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება“ – დანილოვი

„მარიუპოლის დატყვევებული დამცველების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება,“ – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
მისივე თქმით, ტყვეების უმეტესობა რაშისტებს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავთ.
როგორც დანილოვი ამბობს, პატიმართა გაცვლის საკითხზე საუბარი ფრთხილი უნდა იყოს.
„ჩვენ დაველოდებით, რომ არსებული ხელშეკრულებები აუცილებლად შესრულდება და ყველა ის ბიჭი და გოგო, ვინც დღეს ტყვეობაშია, აუცილებლად ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდა“, – დასძინა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – ჩვენი კოლეგები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე – მაკკოლი