მარინა ეზუგბაია : სომხეთიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სომხეთიდან გუშინ გადმოყვანილი ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მათგანი კლინიკაში კორონავირუსის უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

„სომხეთიდან გადმოიყვანეს დადასტურებული, ისინი სომხეთში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. დაავადების დაახლოებით მეცხრე, მეათე დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ არის დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია, ალბათ დარჩება სტაბილური მდგომარეობა და გამოჯანმრთელებაც დადგება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კლინიკაში 7 მძიმე პაციენტი გყვავს
შემდეგი სტატიააჭარის რეგიონში კორონავირუსი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა