აჭარის რეგიონში კორონავირუსი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა.

როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ყველა მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ 40 კონტაქტი იქნა მოძიებული, მათგან რვა დაექვემდებარა ტესტირებას და ექვსის პასუხი იყო დადებითი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, სხვების კი – სტაბილური. კონტაქტები მოძიებულია რამდენიმე სოფელში და ქალაქ ქობულეთშიც, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთაგან ორი ქალაქ ქობულეთის მკვიდრია.

ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ კონტროლი ქობულეთში გამკაცრდეს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : სომხეთიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა