მარინა ეზუგბაია : სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გავრცელებული ყველა ინფორმაცია ყალბია, მე „ფეისბუქით“ არ ვსარგებლობ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი სახელით ყალბი „ფეისბუქ“ გვერდია შექმნილი.

ეზუგბაიას თქმით, თავად სოციალური ქსელებით არ სარგებლობს და ყველას მოუწოდა, მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობიან.

„მე არ მაქვს „ფეისბუქი“, არ ვსარგებლობ, შექმნილია ყალბი „ფეისბუქი“ ჩემი სახელით, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, იქ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ და არ მიაქციოთ ყურადღება. ასევე სოციალური ქსელებითაც არ ვსარგებლობ. ყველა ეს ინფორმაციები არის ცრუ, ყალბი, და გთოვთ, ამას ყურადღება არ მაიქციოთ, როგორც ჩემს მიერ გამოქვეყნებულს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ჩვენს კლინიკაში მყოფი 18 წლამდე ასაკის შვიდი ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი