მარინა ეზუგბაია : ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

news
ავტ.: news ივლისი 14, 2020 11:20

მარინა ეზუგბაია : ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს გამოვლენილი 4 კორონავირუსით ინფიცირებულიდან ოთხივე იმპორტირებულია. პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

news
ავტ.: news ივლისი 14, 2020 11:20

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics