მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან წყაროები რვის შემთხვევაში ცნობილია, ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე განმარტებით, რვის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო ერთის დადგენა მიმდინარეობს.

ეზუგბაია ამბობს, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული 420 შემთხვევიდან, ამ დროისთვის კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში 313 პაციენტი მკურნალობს, კონკრეტულად ინფექციურში კი – 44.

„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 411 პაციენტი ქვეყანაში დადასტურებული, დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა. ცხრა პაციენტიდან წყაროები რვის შემთხვევაში ცნობილია, ერთი პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობის ვადა გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა