მარინა ეზუგბაია : კლინიკაში გუშინ ერთი პაციენტი დაგვემატა, რომელიც ექვსი წლის ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში გუშინ ერთი პაციენტი დაემატათ, რომელიც ექვსი წლის ბავშვია.

როგორც მარინა ეზუგბაია აღნიშნა, ბავშვი ქობულეთის წყაროდან ერთ-ერთ ოჯახის წევრია.

„ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი, გუშინ 38 იყო და გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ისიც ექვსი წლის ბავშვი, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში ექვსი ბავშვია, ექვსი მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა. ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ ღამე და ის გახდა მეექვსე ბავშვია ქობულეთის წყაროდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავიურსის 370 დადასტურებული შემთხვევიდან 90 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ლინიკაში მოთავსებული ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა