მარინა ეზუგბაია : ლინიკაში მოთავსებული ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დაავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება.

„კრიტიკული ორი პაციენტი გვყავდა. გუშინ გითხარით, რომ სიტუაცია სტაბილურია. პროგრესირება აღარ შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, ალბათ, რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და სიტუაცია გამოჯანმრთელებისკენ გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით,​ ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე ექვსი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კლინიკაში გუშინ ერთი პაციენტი დაგვემატა, რომელიც ექვსი წლის ბავშვია
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილიც : ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია