მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებული 2 ახალი პაციენტიდან ერთი არასრულწლოვანია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომელთაგან ერთი მოზარდია.

მისივე თქმით, მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, საშუალო სიმძიმისაა.

“ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება. გუშინ გვყავდა 43 დადასტურებული შემთხვევა. აქედან ორი გამოჯანმრთელდა და ამჟამად, გვრჩება 41 პაციენტი. გვყავდა 65 გამოჯანმრთელებული პაციენტი და ახლა გვყავს 67.

რაც შეეხება მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვნახოთ, როგორ განვითარდება დაავადების პირველი და მეორე კვირა. ვამბობთ ჩვენ, რომ, საშუალოდ, 10 დღის განმავლობაში შესაძლებელია, იყოს დაავადების პროგრესირება, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სიმძიმის დაავადებაა. შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და ის პროგრესირდეს. საბედნიეროდ, ხშირად არ ხდება ასე და ვნახოთ, ამ შემთხვევებში როგორ იქნება. 11 მოზარდიდან 1 მოზარდი გამოჯანმრთელდა. იმ 2 გამოჯანმრთელებულიდან ერთი მოზარდია, რომელმაც უკვე დატოვა კლინიკა,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : 27 ახალი შემთხვევიდან 13 ბოლნისის კლასტერიდან არის
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 20-ის წყარო ცნობილია, 7-ის მოკვლევა მიმდინარეობს