საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 20-ის წყარო ცნობილია, 7-ის მოკვლევა მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 20-ის წყარო ცნობილია, 7-ის მოკვლევა კი ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ინფორმაცია მედიას ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

ახალი ინფიცირებული პაციენტებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არ არის მოთავსებული.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი ჯერჯერობით. 27 პაციენტიდან 13 არის ბოლნისის წყარო, 1 თეთრიწყარო, 2 მარნეული, 4 საკარანტინო სივრციდან და დანარჩენის წყარო უცნობია და ახლა ხდება მოძიება”- აღნიშნა მედიკოსმა.

ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსით 566 ადამიანია ინფიცირებული.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებული 2 ახალი პაციენტიდან ერთი არასრულწლოვანია
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 173 პირი იმყოფება