მარინა ეზუგბაია : ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არ არის ლაპარაკი – საკარანტინე სივრცეა, სადაც უსიმპტომო პაციენტებს მეთვალყურეობას გაუწევენ

ჯერ არ არის ლაპარაკი ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელსაც დღევანდელი ვითარებით ჯანდაცვის სისტემა თავისი საწოლებით ვერ გაუმკლავდება.

„ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არ არის ლაპარაკი. უკვე გაცხადებულია ასეთი მოდელი – მსუბუქი და უსიმპტომო ფორმის მქონე პაციენტები, რომლებიც სტაციონარში მოთავსდებიან, მათი კვლევების ჩატარების შედეგად მიღებული შედეგების შეფასებით, ასევე ყველა რისკების გათვალისწინებით, თუ ექიმები შეაფასებენ და რისკები მინიმალური იქნება, ასეთი ადამიანების გადაყვანა სპეციალურად შექმნილ საკარანტინე სასტუმროებში კლინიკაში ყოფნის მე-8 დღიდან შესაძლებელია. არის ასეთი საკარანტინე სივრცე, სადაც ამგვარ უსიმპტომო პაციენტებს მეთვალყურეობას გაუწევენ, ხოლო მსუბუქი ფორმების მქონე პაციენტები მკურნალობას გააგრძელებენ. ეს დადგენილება უკვე გამოვიდა და ძალაში დღეიდან შევიდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამი დიდი სასტუმრო ემზადება თავისი ინფრასტრუქტურთ, რომელიც ასეთი პაციენტების მართვას შეესაბამება. საკმარისი საწოლები არის. ის პაციენტები, რომლებიც შესაძლებელია რომ მეთვალყურეობდნენ ამ საკარანტინე სამკურნალო სივრცეში ეტაპობრივად გადავლენ, თუმცა, ამის საშიშროება ჯერჯერობით არ არის. 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რომელსაც დღევანდელი ვითარებით ჯანდაცვის სისტემა თავისი საწოლებით ვერ გაუმკლავდეს. სამჯერ და ოთხჯერ მეტს გაუმკლავდება, მაგრამ იმისათვის, რომ არ იყოს დაყოვნება, ან თუნდაც, იმიტომ, რომ მოვემზადოთ სამომავლოდ, დღევანდელი ვითარება ზუსტად ამის საფუძველია“, – განაცხადა ეზუგბაიამ

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, ზ.ხ.-ს მამა დააკავეს