შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, ზ.ხ.-ს მამა დააკავეს

სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს.

ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყება საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არ არის ლაპარაკი – საკარანტინე სივრცეა, სადაც უსიმპტომო პაციენტებს მეთვალყურეობას გაუწევენ
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი – ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდა ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობის შედეგია