ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს, ქვეყანა მზად არის, მას გაუმკლავდეს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების გულისხმიერება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ არ არის ლაპარაკი – საკარანტინე სივრცეა, სადაც უსიმპტომო პაციენტებს მეთვალყურეობას გაუწევენ