მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი – დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი თეონა გვაზავა აცხადებს, რომ დაკავებული არ აღიარებს ბრალდებას.

მისი თქმით, ჩოლოიანს ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.

„ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა მუხლი, რომლითაც დაკავებულია – ჩვენების იძულება, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ ვეთანხმებით. ბრალდებული არ აღიარებს ამ ბრალდებას, იმ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. დღის ბოლომდე საქმის მასალები გადმოგვეცემა და უფრო დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას პოლიციის განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის თქმით, მისი პოზიციაა, რომ რამე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.

„რამე სახის კანონის დარღვევას, რამე სახის იძულებას ან კანონით გაუთვალისწინებელ ქმედებას არც ერთი პოლიციელის, მათ შორის ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ კანონდარღვევა და იძულება პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა.

განცხადებებზე, რომ მოზარდის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხულიგნობის აღიარების იძულების მიზნით, ადვოკატი ამბობს, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ქუთაისის მერია ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიებას აუქმებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : შს მინისტრმა პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი სისტემურ დანაშაულზე, უნდა გადადგეს