რომან გოცირიძე : შს მინისტრმა პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი სისტემურ დანაშაულზე, უნდა გადადგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე საუბრობს 15 წლის მოზარდზე, რომელმაც გამომძიებლების მხრიდან დაკითხვის დროს სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა.

“არსებობს დანაშაულებრივი სისტემა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა, მაკონტროლებელი სისტემა გამოყენებულია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამ სისტემაში მომხდარი დანაშაული იფარება სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. როდესაც არის სისტემური დანაშაული, მაშინ პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი სისტემის ხელმძღვანელმა – შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. რაც შეეხება კონკრეტულ დამნაშავეებს, ისინი სისხლის სამართლებრივი წესით უნდა იყვნენ დასჯილნი ” – რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიმარიანა ჩოლოიანის ადვოკატი – დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია: ვადასტურებ, რომ კიდევ ერთმა 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები