„მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს“ – ნინო ლომჯარია

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. მომხდარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.

“მინდა, გამოვეხმაურო სპეცოპერაციის დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუმსამძიმრებ მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ახალგაზრდის სიცოცხლე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი… ერთად ამოგვწვან“ – თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია
შემდეგი სტატია„ნუ წარმოვაჩენთ რაღაც ფეთქებად-საშიშ ვითარებას“ – გიორგი კახიანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე